XVII საუკუნეში ქართლში ოთხი ქალაქი ითვლებოდა ტფილისი,გორი,სურამი და ალი. დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრება მეტად ჩამორჩენილი იყო. სამეგრელოს სამთავროში სრულებით არ იყო ქალაქები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისი იმდენად პატარა იყო,რომ მხოლოდ 200 კომლი ცხოვრობდა. XVIII საუკუნეში საქართველოში ქალაქთა რიცხვი არ გამრავლებულია. ქართლ-კახეთის სამეფოში 8 ქალაქი იყო აღრიცხული:ტფილისი,გორი,სურამი,ახალგორი,წილკანი,ანანური,თელავი და სიღნაღი. უდიდესი ქალაქი იყო ტფილისი 4000 კომლით,შემდეგ მოდიოდა თელავი 740 კომლით. ერეკლე II ცდილობდა ხელი შეეშალა ქალაქების დაცლისთვის. ქალაქის უზენაეს გამგედ ითვლებოდა მოურავი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5 % ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5 %-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2 %-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6 % ცხოვრობდა, 1939 წელს - 30,1 %. 1989 წელს ურბანული მოსახლეობის წილი საქართველოს სსრ-ში იყო 56%, რაც 10%-ით ნაკლები იყო სსრკ-ის საშუალო მაჩვენებელზე. [1] ამჟამად მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
საქართველო პრეისტორიულ ხანაში
ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლე...
-
XVII საუკუნეში ქართლში ოთხი ქალაქი ითვლებოდა ტფილისი,გორი,სურამი და ალი. დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრება მეტად ჩამორჩენილი იყო. სამ...
-
ქრისტიანობა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში, როგორც პირველად წარმოდგენილია მე-4...
No comments:
Post a Comment