ქუთაისი:ქუთაისი ისტორიულ წყაროებში ჯერ აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად მოიხსენიება, შემდეგ - აფხაზთა და ქართველთა სამეფოსი, შემდეგ კი - აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა სამეფოსი. მე-8 საუკუნიდან მე-12 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს დედაქალაქად სწორედ ქუთაისი ითვლებოდა.
მცხეთა:მცხეთა დედაქალაქის ფუნქციას ძვ.წ.აღ. მე-4 საუკუნიდან ახ.წ.აღ.-ის მე-6 საუკუნემდე, ანუ მთელი 9 საუკუნე, ასრულებდა. ვახტანგ გორგასლის პერიოდში კი საქართველოს დედაქალაქი უკვე თბილისი გახდა. უფრო სწორად, ეს პროცესი გორგასალმა დაიწყო და შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა დაჩიმ და ვარაზბაკურმა დაასრულეს.
თბილისი:თბილისი დედაქალაქის სტატუსს პერიოდულად კარგავდა, შემდეგ კი ისევ იბრუნებდა. 744 წლიდან 1122 წლამდე თბილისი, ფაქტობრივად, საამიროდ იყო ქცეული. ბოლო ამირას სიკვდილის შემდეგ კი მას 40 წლის განმავლობაში ტფილელი ბერები მართავდნენ. ტფილელი ბერები შეადგენდნენ ვაჭართა და ხელოსანთა ჯგუფს, რომლის ძალაუფლება იმ პერიოდისთვის ქალაქის თვითმართველობის ფორმად ჩამოყალიბდა. თბილისი საბოლოოდ დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა, რომლის სატახტო ქალაქი მანამდე ქუთაისი იყო.
No comments:
Post a Comment