Tuesday, January 23, 2024

საქართველოს პირველი მეფე

 ფარნავაზ I - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის პირველი მეფე ძვ. წ. IV-III საუკუნის I ნახევარში და ფარნავაზიანთა დანასტიის დამაარსებული. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა - ქართლის სამეფო დაჰყო რვა საერისთავოდ და ქართლის სასასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების - არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართულად დამწერლობის შექმნა.

ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფში დათარიღებულია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულით და III საუკუნის I ნახევარით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს ( პ. ინგოროყვა - ძვ. წ. 284-219 წწ., ს.გორგაძე - ძვ. წ. 272-206 წწ.). 

1 comment:

საქართველო პრეისტორიულ ხანაში

ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლე...