Friday, February 2, 2024

საქართველო პრეისტორიულ ხანაში

ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლეთით და აითვისა მანამდე სუსტად დასახლებული ტერიტორიები. არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ პერიოდს უწოდებენ „სიონის კულტურას“, რომლიც ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში გავრცელდა დღევანდელი ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში ჩნდება შულავერ-შომუთეფეს კულტურა. ძვ. წ. IV ათსწლეულის შუა ხანებიდან აღნიშნული კულტურები ჩაანაცვლა მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების შედეგად მოსახლეობა ბარში გაიზარდა და უფრო მჭიდრო გახდა. ნამოსახლარები ხშირად ჯაჭვისებურადაა განლაგებული ერთმანეთისგან 2-3 კმ-ის დაშორებით. ამ პერიოდის ნაოსახლარებია ქვაცხელები, ხიზანაანთ გორა, იმირის გორა. მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. ძვ. წ. III ათასწლეულში დაიწყო განვითარება მეცხვარეობამ, რაც აისახა თრიალეთის, ზურტაკეტის, ჯავახეთის ყორღანულ კულტურებში. გვიანი ბრინჯაო-ადრე ული რკინის ხანაში ჩამოყალიბდა ეთნოგრაფიული ქართლი, რომელიც შენარჩუნდა შემდეგ საუკუნეებშიც. ამავე დროს ჩამოყალიბდა ხევების სისტემა. ხევი წარმოადგენდა შემაღლებულ ბორცვზე განლაგებულ სოფელთა სოციალურ-ეკონომიკურ გაერთიანებას.


ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უკვე საუბრობდა ზანურ და სვანურ ენებზე. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხური კულტურა. მისი ჩამოყალიბება დაიწყო ძვ. წ. XVI-XV საუკუნეებიდან. ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარების მაღალ დონეზე მეტყვებს კოლხური ცული და სხვა ნაკეთობები.

Wednesday, January 24, 2024

პროექტის გეგმა




საქართველოს ოქროს ხანა

 საქართველოს ოქროს ხანა: ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებში, XI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნამდე საქართველოს სამეფოში. საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო დავით IV აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან. ოქროს ხანის პერიოდში თამარ მეფეც მეფობდა. 1184 წელს, მეფე გიორგის (თამარ მეფის მამა) გარდაცვალების შემდეგ, ამის შემდეგ თამარ მეფე გახდა საქართველოს მეფე. თამარ მეფის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა.



Tuesday, January 23, 2024

საქართველოს პირველი მეფე

 ფარნავაზ I - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის პირველი მეფე ძვ. წ. IV-III საუკუნის I ნახევარში და ფარნავაზიანთა დანასტიის დამაარსებული. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა - ქართლის სამეფო დაჰყო რვა საერისთავოდ და ქართლის სასასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების - არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართულად დამწერლობის შექმნა.

ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფში დათარიღებულია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულით და III საუკუნის I ნახევარით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს ( პ. ინგოროყვა - ძვ. წ. 284-219 წწ., ს.გორგაძე - ძვ. წ. 272-206 წწ.). 

საქართველოს დედაქალაქები

ქუთაისი:ქუთაისი ისტორიულ წყაროებში ჯერ აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად მოიხსენიება, შემდეგ - აფხაზთა და ქართველთა სამეფოსი, შემდეგ კი - აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა სამეფოსი. მე-8 საუკუნიდან მე-12 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს დედაქალაქად სწორედ ქუთაისი ითვლებოდა.​

მცხეთა:მცხეთა დედაქალაქის ფუნქციას ძვ.წ.აღ. მე-4 საუკუნიდან ახ.წ.აღ.-ის მე-6 საუკუნემდე, ანუ მთელი 9 საუკუნე, ასრულებდა. ვახტანგ გორგასლის პერიოდში კი საქართველოს დედაქალაქი უკვე თბილისი გახდა. უფრო სწორად, ეს პროცესი გორგასალმა დაიწყო და შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა დაჩიმ და ვარაზბაკურმა დაასრულეს.

თბილისი:თბილისი დედაქალაქის სტატუსს პერიოდულად კარგავდა, შემდეგ კი ისევ იბრუნებდა. 744 წლიდან 1122 წლამდე თბილისი, ფაქტობრივად, საამიროდ იყო ქცეული. ბოლო ამირას სიკვდილის შემდეგ კი მას 40 წლის განმავლობაში ტფილელი ბერები მართავდნენ. ტფილელი ბერები შეადგენდნენ ვაჭართა და ხელოსანთა ჯგუფს, რომლის ძალაუფლება იმ პერიოდისთვის ქალაქის თვითმართველობის ფორმად ჩამოყალიბდა. თბილისი საბოლოოდ დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა, რომლის სატახტო ქალაქი მანამდე ქუთაისი იყო.

ჩვენი მეხუთე ჩანაწერი

 ჩვენ შევიკრიფეთ და ცავედით სურათების გადასახებლად, და მოვძებნეთ ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია.




ქრისტიანობა საქართველოში

 ქრისტიანობა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში, როგორც პირველად წარმოდგენილია მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო. ითვლება, რომ წმინდა ნინო გაგზავნეს კონსტანტინოპოლიდან, რომ გაავრცელონ ქრისტიანული რწმენა მთელ საქართველოში. მან ქადაგა ქრისტიანობა მეფე მირიან III- ს და მის სასამართლოში, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იგი მიეღო როგორც ოფიციალურ რელიგიას ჩვენი ეპოქის 337 წელს. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მიანიჯა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომ მიეღო ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია და გამოიწვია რელიგიური აღირძინების პერიოდი აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.

საქართველო პრეისტორიულ ხანაში

ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლე...