Wednesday, January 24, 2024

პროექტის გეგმა




საქართველოს ოქროს ხანა

 საქართველოს ოქროს ხანა: ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებში, XI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნამდე საქართველოს სამეფოში. საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო დავით IV აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან. ოქროს ხანის პერიოდში თამარ მეფეც მეფობდა. 1184 წელს, მეფე გიორგის (თამარ მეფის მამა) გარდაცვალების შემდეგ, ამის შემდეგ თამარ მეფე გახდა საქართველოს მეფე. თამარ მეფის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა.



Tuesday, January 23, 2024

საქართველოს პირველი მეფე

 ფარნავაზ I - ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის პირველი მეფე ძვ. წ. IV-III საუკუნის I ნახევარში და ფარნავაზიანთა დანასტიის დამაარსებული. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო და თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა - ქართლის სამეფო დაჰყო რვა საერისთავოდ და ქართლის სასასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების - არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართულად დამწერლობის შექმნა.

ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფში დათარიღებულია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულით და III საუკუნის I ნახევარით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს ( პ. ინგოროყვა - ძვ. წ. 284-219 წწ., ს.გორგაძე - ძვ. წ. 272-206 წწ.). 

საქართველოს დედაქალაქები

ქუთაისი:ქუთაისი ისტორიულ წყაროებში ჯერ აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად მოიხსენიება, შემდეგ - აფხაზთა და ქართველთა სამეფოსი, შემდეგ კი - აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა სამეფოსი. მე-8 საუკუნიდან მე-12 საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს დედაქალაქად სწორედ ქუთაისი ითვლებოდა.​

მცხეთა:მცხეთა დედაქალაქის ფუნქციას ძვ.წ.აღ. მე-4 საუკუნიდან ახ.წ.აღ.-ის მე-6 საუკუნემდე, ანუ მთელი 9 საუკუნე, ასრულებდა. ვახტანგ გორგასლის პერიოდში კი საქართველოს დედაქალაქი უკვე თბილისი გახდა. უფრო სწორად, ეს პროცესი გორგასალმა დაიწყო და შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა დაჩიმ და ვარაზბაკურმა დაასრულეს.

თბილისი:თბილისი დედაქალაქის სტატუსს პერიოდულად კარგავდა, შემდეგ კი ისევ იბრუნებდა. 744 წლიდან 1122 წლამდე თბილისი, ფაქტობრივად, საამიროდ იყო ქცეული. ბოლო ამირას სიკვდილის შემდეგ კი მას 40 წლის განმავლობაში ტფილელი ბერები მართავდნენ. ტფილელი ბერები შეადგენდნენ ვაჭართა და ხელოსანთა ჯგუფს, რომლის ძალაუფლება იმ პერიოდისთვის ქალაქის თვითმართველობის ფორმად ჩამოყალიბდა. თბილისი საბოლოოდ დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა, რომლის სატახტო ქალაქი მანამდე ქუთაისი იყო.

ჩვენი მეხუთე ჩანაწერი

 ჩვენ შევიკრიფეთ და ცავედით სურათების გადასახებლად, და მოვძებნეთ ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია.




ქრისტიანობა საქართველოში

 ქრისტიანობა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში, როგორც პირველად წარმოდგენილია მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო. ითვლება, რომ წმინდა ნინო გაგზავნეს კონსტანტინოპოლიდან, რომ გაავრცელონ ქრისტიანული რწმენა მთელ საქართველოში. მან ქადაგა ქრისტიანობა მეფე მირიან III- ს და მის სასამართლოში, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იგი მიეღო როგორც ოფიციალურ რელიგიას ჩვენი ეპოქის 337 წელს. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მიანიჯა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომ მიეღო ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია და გამოიწვია რელიგიური აღირძინების პერიოდი აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.

ჩვენი მეოთხე ჩანაწერი

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ და მოვძებნეთ ინფორმაცია ქრისტიანობის შესახებ, ვნახეთ ვიდეო თუ როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში.

რუკა

 ჩვენ ვიმუშავეთ რუკაზე და დავითმა გააკეთა რუკა.

Sunday, January 21, 2024

ჩვენი მესამე ჩანაწერი

 ჩვენ : თამარა თამარიანი, დავით ვართერესიანი და ვარდუშ ვერმიშიანი ვიმუშავეთ თემის კითხვარზე. ჩვენ ყველა ერთად ვთქვით ჩვენ ჩვენი აზრები მოვძებნეთ მასალები და იქიდან გამომდინარე დავწერეთ კითხვარი. 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdjju0kDeDKbFs7XQI-_71r5r9ahWDMV1pYuR38F8ZA3010FQ/viewform?usp=pp_url


საქართველოს ძველი ქალაქები

 XVII საუკუნეში ქართლში ოთხი ქალაქი ითვლებოდა ტფილისი,გორი,სურამი და ალი. დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრება მეტად ჩამორჩენილი იყო. სამეგრელოს სამთავროში სრულებით არ იყო ქალაქები. იმერეთის სამეფოს სატახტო  ქალაქი ქუთაისი იმდენად პატარა იყო,რომ მხოლოდ 200 კომლი ცხოვრობდა. XVIII საუკუნეში  საქართველოში ქალაქთა რიცხვი არ გამრავლებულია. ქართლ-კახეთის სამეფოში 8 ქალაქი იყო აღრიცხული:ტფილისი,გორი,სურამი,ახალგორი,წილკანი,ანანური,თელავი და სიღნაღი. უდიდესი ქალაქი იყო ტფილისი 4000 კომლით,შემდეგ მოდიოდა თელავი 740 კომლით. ერეკლე II ცდილობდა ხელი შეეშალა ქალაქების დაცლისთვის. ქალაქის უზენაეს გამგედ ითვლებოდა მოურავი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5 % ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5 %-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2 %-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6 % ცხოვრობდა, 1939 წელს - 30,1 %. 1989 წელს ურბანული მოსახლეობის წილი საქართველოს სსრ-ში იყო 56%, რაც 10%-ით ნაკლები იყო სსრკ-ის საშუალო მაჩვენებელზე. [1] ამჟამად მოსახლეობის 57,4 % ქალაქებში ცხოვრობს. 

ჩვენი მეორე ჩანაწერი.

ჩვენ ვიმუშავეთ იმ საკითხზე თუ რა უნდა დავწეროთ ჩვენს პროექტში. მოვძებნეთ ინფორმაცია ინტერნეტში, ამოვირჩიეთ ყველა საჭირო მასალა. თამარამ აირჩია ინფორმაცია საქართველოს ძველი ქალაქების შესახებ.



საქართველო პრეისტორიულ ხანაში

ძვ. წ. V ათასწლეულში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითურმა რევოლუციამ გამოიწვია დემოგრაფიული ზრდა, ჭარბი მოსახლეობა გადავიდა აღმოსავლე...